პალიატიური მზრუნველობა წარმოადგენს აქტიურ, მრავალპროფილურ მზრუნველობას, რომლის უპირველესი ამოცანაა ტკივილისა და სხვა პათოლოგიური სიმპტომების მოხსნა, ავადმყოფთა სოციალური და ფსიქოლოგიური დახმარება, სულიერი თანადგომა.
იგი ვრცელდება იმ პაციენტებზე, რომლებიც შეპყრობილნი არიან ქრონიკული უკურნებელი სნეულებებით. ის ეხმარება ასეთი დაავადებებით შეპყრობილ პაციენტებსა და მათი ოჯახის წევრებს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.
პალიატიური მზრუნველობა მოიცავს:

  • სამედიცინო
  • ფსიქოლოგიურ
  • სულიერ
  • სოციალურ დახმარებას

ასევე ავადმყოფის საზოგადოებაში რე-ინტეგრაციის ხელშეწყობას.