პალიატიური მზრუნველობის
საქართველოს ეროვნული ასოციაცია
ასოციაციის შესახებ
პალიატიური მზრუნველობის საქართველოს ეროვნული ასოციაცია (პმსეა) 20 წელზე მეტია საქმიანობს საქართველოში პალიატიური მზრუნველობის, როგორც სამედიცინო-სოციალური დარგის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განვითარებისათვის. პმსეა ახორციელებს საქართველოს ჯანდაცვის და განათლების სისტემაში
- პალიატიური მზრუნველობის ინკორპორაციის ხელშეწყობას;
- პალიატიური მზრუნველობისათვის სამედიცინო კადრების მომზადების ხელშეწყობას;
- პალიატიური მზრუნველობის დარგში კვლევების ხელშეწყობას;
- პალიატიური მზრუნველობის სუბსპეციალობის აკრედიტებული პროგრამების და საგანმანათლებლო ლიტერატურის მომზადებას;
- პალიატიური მზრუნველობის შესახებ ცნობადობის ამაღლებას მედიის საშუალებებით (ბეჭდური და ვიდეო მასალებით)
