პმსეა-ის მიერ გაწეული საქმიანობა, დაწყებული 1999 წლიდან (როდესაც საზოგადოება ფუნქციონირებდა პალიატიური მზრუნველობის ასოციაცია „ჰუმანისტთა კავშირის“ სახელით, და რომლის ბაზაზეც შეიქმნა პმსეა) – 2019 წლამდე, ფინანსდებოდა სხვადასხვა ეროვნული და საერთაშორისო დონორის მიერ. ამ წლებში პმსეა-ის ძალისხმევით განხორციელდა:
- საქართველოს 4 კანონში ცვლილებების შეტანა და პალიატიური მზრუნველობის, როგორც ჯანდაცვის სისტემის განუყოფელი ნაწილის აღიარება;
- პალიატიური მზრუნველობის ეროვნული პროგრამის (2011-2015 სამოქმედო გეგმის) შექმნა;
- ბინაზე პალიატიური მზრუნველობის სტანდარტის შემუშავება და დამკვიდრება;
- ასოციაციის 3 წევრის მომზადება პალიატიური მზრუნველობის დარგში – აშშ-ში;
- სასწავლო კურსების შექმნა და იმპლემენტაცია უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში;
- ექიმთა და ექთანთა სახელმძღვანელოების შექმნა და სხვ.
- უცხოელ ექსპერტთა მოწვევა და მათ მიერ პალიატიური მზრუნველობის სრულყოფისათვის რეკომენდაციების ორი პაკეტის (2014 და 2019 წლებში);
- პალიატიური მზრუნველობის საერთაშორისო ფორუმებში მონაწილეობა, მათ შორის მომხსენებელთა რანგში (გამოქვეყნებულია რამდენიმე ათეული აბსტრაქტი და გაკეთებულია 10-მდე პრეზენტაცია);
- საერთაშორისო რეიტინგულ ჟურნალებში გამოქვეყნებულია 10-ზე მეტი სამეცნიერო სტატია;
- ბოლო დიდი პროექტი განხორციელდა „გლობალური ფონდის“ დაფინანსების ფარგლებში, როდესაც ასოციაცია ახდენდა შიდსით დაავადებულ პაციენტთა ბინაზე პალიატიურ მზრუნველობას.
