პალიატიური მზრუნველობის საქართველოს ეროვნული ასოციაცია (პმსეა) 20 წელზე მეტია საქმიანობს საქართველოში პალიატიური მზრუნველობის, როგორც სამედიცინო-სოციალური დარგის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განვითარებისათვის. პმსეა ახორციელებს საქართველოს ჯანდაცვის და განათლების სისტემაში:
- პალიატიური მზრუნველობის ინკორპორაციის ხელშეწყობას;
- პალიატიური მზრუნველობისათვის სამედიცინო კადრების მომზადების ხელშეწყობას;
- პალიატიური მზრუნველობის დარგში კვლევების ხელშეწყობას;
- პალიატიური მზრუნველობის სუბსპეციალობის აკრედიტებული პროგრამების და საგანმანათლებლო ლიტერატურის მომზადებას;
- პალიატიური მზრუნველობის შესახებ ცნობადობის ამაღლებას მედიის საშუალებებით (ბეჭდური და ვიდეო მასალებით)
აღნიშნულის რეალიზაციისათვის პმსეა ახდენს:
- პალიატიური მზრუნველობის არსისა და მიზნების გაცნობას საქართველოს სამედიცინო საზოგადოებისათვის და დარგის მესვეურთათვის;
- პალიატიური მზრუნველობის ჯანდაცვის ეროვნულ სისტემაში ინკორპორაციის ხელშეწყობისათვის აუცილებელ საკანონმდელო-ნორმატიული ინიციატივების წარდგენას და ლობირებას საქართველოს სამთავრობო სტრუქტურებში;
- პალიატიური მზრუნველობის სახელმძღვანელო საერთაშორისო დოკუმენტების თარგმნა-გავრცელებას;
- პალიატიური მზრუნველობის ეროვნული პროგრამის შემუშავებას;
- პალიატიური მზრუნველობისათვის სპეციალისტთა მომზადების და გადამზადების ორგანიზაციულ-მეთოდურ ხელშეწყობას – სასწავლო პროგრამების და სახელმძღვანელოების შექმნით და უნივერსიტეტებში და საექთნო სასწავლებლებში სასწავლო კურსების დანერგვით;
- პალიატიური მზრუნველობის მიმართულებით კვლევების დამკვიდრებას სადოქტორო პროგრამებში;
- ჰოსპისური და ბინაზე პალიატიური მზრუნველობის (“ჰოსპისი ბინაზე”) გუნდების დაფუძნებას და განვითარებას;
- ასოციაციის მიზნების შესაბამისი კონფერენცების, ტრენინგებისა და ლექცია- სემინარების მოწყობას;
- ბეჭვდითი და ელექტრონული საინფორმაციო მასალების მომზადებას და გამოცემას;
- ვიდეო-ლექციების, კლიპების და სატელევიზიო გადაცემების მომზადებას.
ხედვა და ღირებულებები:
პმსეა-ს მიზანია საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების პალიატიური მზრუნველობის ისეთი სისტემის შექმნის ხელშეწყობა, რომელიც განახორციელებს პრინციპს – ადეკვატური პალიატიური მზრუნველობა ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვისაც სჭირდება.
ქვეყნის მოსახლეობა, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შეიძლება დაიყოს სამ პირობით ჯგუფად:
1) ჯანმრთელები, რომლთაც უნდა ავაცილოთ დაავადებები;
2) ავადმყოფები, რომელთა გამოჯანმრთელებაც და საზოგადოებაში სრულფასოვან წევრებად უკან დაბრუნებაც დღეს მედიცინას ძალუძს;
3) ადამიანები ქრონიკული დაავადებების ინკურაბელური სტადიით, როდესაც მათი გამოჯანმრთელება უკვე ვეღარ ხერხდება.
