ისტორია

პმსეა-ის მიერ გაწეული საქმიანობა, დაწყებული 1999 წლიდან (როდესაც საზოგადოება ფუნქციონირებდა პალიატიური მზრუნველობის ასოციაცია „ჰუმანისტთა კავშირის“ სახელით, და რომლის ბაზაზეც შეიქმნა პმსეა) – 2019 წლამდე, ფინანსდებოდა სხვადასხვა ეროვნული და საერთაშორისო დონორის მიერ. ამ წლებში პმსეა-ის ძალისხმევით განხორციელდა:

  • საქართველოს 4 კანონში ცვლილებების შეტანა და პალიატიური მზრუნველობის, როგორც ჯანდაცვის სისტემის განუყოფელი ნაწილის აღიარება;
  • პალიატიური მზრუნველობის ეროვნული პროგრამის (2011-2015 სამოქმედო გეგმის) შექმნა;
  • ბინაზე პალიატიური მზრუნველობის სტანდარტის შემუშავება და დამკვიდრება;
  • ასოციაციის 3 წევრის მომზადება პალიატიური მზრუნველობის დარგში – აშშ-ში;
  • სასწავლო კურსების შექმნა და იმპლემენტაცია უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში;
  • ექიმთა და ექთანთა სახელმძღვანელოების შექმნა და სხვ.
  • უცხოელ ექსპერტთა მოწვევა და მათ მიერ პალიატიური მზრუნველობის სრულყოფისათვის რეკომენდაციების ორი პაკეტის (2014 და 2019 წლებში);
  • პალიატიური მზრუნველობის საერთაშორისო ფორუმებში მონაწილეობა, მათ შორის მომხსენებელთა რანგში (გამოქვეყნებულია რამდენიმე ათეული აბსტრაქტი და გაკეთებულია 10-მდე პრეზენტაცია);
  • საერთაშორისო რეიტინგულ ჟურნალებში გამოქვეყნებულია 10-ზე მეტი  სამეცნიერო სტატია;
  • ბოლო დიდი პროექტი განხორციელდა „გლობალური ფონდის“ დაფინანსების ფარგლებში, როდესაც ასოციაცია ახდენდა შიდსით დაავადებულ პაციენტთა ბინაზე პალიატიურ მზრუნველობას.

 

Scroll to Top